Бесплатно модули и шаблоны DLE скачать шаблоны для веб сайтов

ქართული კლასიკა - ერთი ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან

1 წლის წინ ჩრდილოეთ მაკედონია კოსოვოს ხვდებოდა. ანგარიში 2:1 იყო, როდესაც ბოლო წამებზე, მაკედონელთა მეკარემ სამი მეტრიდან ურთულესი დარტყმული მოიგერია და თავის გუნდს მოაგებინა. ჩვეულებრივ, ამ ტიპის თამაშებს იშვიათად ვუყურებ ხოლმე, ამ შემთხვევაში კი მიზეზი საპატიო იყო. ამ წყვილში გამარჯვებულს ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის გასამართ ფინალში საქართველოს ნაკრები ელოდა. მომავალი მეტოქეც ყველას გვაინტერესებდა. თვალში მომხვდა, რომ კოსოვოც და ჩრდილოეთ მაკედონიაც მეტნაკლებად თანაბარი გუნდები იყო - მებრძოლი, ორგანიზებული აუტსაიდერები. თითქოს ერთმანეთს ჰგავდნენ კიდეც.
წინა კვირას კოსოვოსთან რომ საქართველოს ნაკრები თამაშობდა, ძალიან ჰგავდა იმ გუნდს, რომელმაც ერთი წლის წინ ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფინალი წააგო. თითქოს მოსაგები თამაში, მაგრამ ნულოვანი აღმაფრენა, არანაირი ემოცია და ფანტაზია, კვარაცხელიას გარეშე არავითარი იდეა შეტევაში და ისევ 0:1-ზე უშანსოდ წაგებული თამაში.
საქართველოს ნაკრებმა შესარჩევში ორი თამაში ჩაატარა და ორი ძალიან უსიამოვნო და საწყენი მარცხი იწვნია - კატასტროფული რომ ითქმის, ისეთი. ამას ბულგარეთთან ტესტ-მატჩში მორიგი სირცხვილიც დაემატა.
ჩვეულებრივ, ჩემი საქმე ანალიტიკური სტატიების წერაა ხოლმე. თუმცა, ამ სამი თამაშის სერიოზულად ანალიზი და სხვადასხვა ტაქტიკურ და სათამაშო დეტალებზე წერა ამჯერად აბსოლუტური უაზრობაა. გულწრფელები თუ ვიქნებით, საქართველოს ფეხბურთი არც უთამაშია. ამიტომ, ზოგად პრობლემებზე თუ ვისაუბრებთ.
КОММЕНТИРОВАТЬ
პოპულარული ვიდეოები
ფილმები ქართულად
გამოკითხვა
მოგწონთ საიტი ?
სოც,ქსელები
  • Вконтакте
  • Facebook
  • Twitter
სტატიები