Бесплатно модули и шаблоны DLE скачать шаблоны для веб сайтов

"ხვიჩა დაუსრულებლივ კამათობდა სლუცკისთან, სთხოვდა ნაკლებად დაეტვირთა, ახლა კი რუსეთში მოუწევს ჩეხვა" - რუსულმა მედიამ კვარაცხელიას არშემდგარი ტრანსფერის დეტალები გაამხილა

მაღალ დონეზე ინტერესი ეჭირა ფეხბურთელის აგენტ მამუკა ჯუღელს. გახურებული სატრანსფერო ფანჯრისას მან 10 კლუბი დაასახელა, რომლებიც ხვიჩათი იყვნენ დაინტერესებული და ცნობა გაავრცელა, რომ ორთან კონკრეტული მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. მისი აზრით, წასვლის ალბათობა 85-90 პროცენტს შეადგენდა.

თუმცა, ქართველ საფეხბურთო მაესტროს ცხადია დაავიწყდა: საჯაროობა რეალური ინტერესისაა კარგი. ბლეფი კი უმალ იგრძნობა. რომელიმე ტოპ-კლუბს "რუბინისთვის" ხვიჩაზე რეალური წინადადებით რომ მიემართა, პირველ რიგში მთავარ ოფციას ჩაწერდა - არავითარი კომენტარები პრესაში. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა გერმან ტკაჩენკომ, როდესაც ელდორ შომორუდოვის "რომაში" ტრანსფერის სპეცოპერაციაზე მოგვითხრო. აგენტებს პირველ რიგში სთხოვეს დეტალებზე სახალხოდ არაფერი ეთქვათ. ამიტომ ტრანსფერი ბოლო მომენტამდე ზესაიდუმლო ვითარებაში მიმდინარეობდა.

შესაბამისად, თუ დიდი ხუთეულის კლუბებს არა უბრალოდ დიდი ინტერესი ჰქონდათ, არამედ მოლაპარაკებებიც დაიწყეს, მამუკას საჯარო გამოსვლებს ვერ ვიხილავდით. აუცილებლად იქნებოდა შეკითხვები და გაცნობითი საუბრები, მაგრამ იმავე დროს ევროპაში "რუბინის" პოზიცია ესმოდათ: კლუბი მზად იყო საუბარი 20 მილიონი ევროდან დაეწყო - სავსებით ადეკვატური ფასია რუსეთის პრემიერლიგის ყველაზე ნიჭიერი მოთამაშისთვის. ასეთი შეთავაზების გამოგზავნა კი ვერავინ გადაწყვიტა.
ზამთარში ასეთი თანხის გარიგებები იშვიათობაა და ეს იმას ნიშნავს, რომ, ალბათ, ხვიჩა კიდევ ერთ წელს "რუბინში" გაატარებს. გუნდის კონფედერაციათა თასიდან გამოვარდნის გამო ევროტურნირებზე თავის გამოჩენის შანსის გარეშე, ამიტომ მხოლოდ შიდა ჩემპიონატზე მოუწევს ჩეხვა. და ყველაზე მთავარი - არ შეამციროს თავისადმი მოთხოვნა და არ დაივიწყოს განვითარება. ასეთი პრობლემა არის.

ამბობენ, მთელი აგვისტოს მანძილზე ფეხბურთელი დაუსრულებლივ კამათობდა სლუცკისთან და სთხოვდა ნაკლებად დაეტვირთა, რამეთუ შესაძლო ტრავმაზე სწუხდა. მწვრთნელი უარს ეუბნებოდა და მატჩებზე პირველივე წუთებიდან აყენებდა. აგვისტოს შუა რიცხვებში მოთამაშემ მაინც მიიღო ტრავმა - ასეთია ოფიციალური ვერსია. არაოფიციალური - ფეხბურთელს ყველაფერი მობეზრდა და თვითნებურად თქვა თამაშზე უარი, რამდენადაც ევროპულ ტრანსფერში სრულად იყო დარწმუნებული.

ეს სეზონი ხვიჩასთვის ნამდვილად ურთულესი გახდება. ხელმძღვანელებს და მწვრთნელს შეუძლიათ ილაპარაკონ, რომ სათამაშოდ მზადაა, მაგრამ მხოლოდ ფეხბურთელმა იცის საკუთარი აზრები. ეს ნაღდად რთულია.  შენ დარწმუნებული ხარ, რომ "რუბინისა" და რუსეთის პრემიერლიგისთვის გადაიზარდე, შენთვის აუცილებელია შემდგომი განვითარება, ტრანსფერი უკვე მზადდება, შემდეგ კი - სრული იმედგაცრუება.

ასე რომ, ქართველ ტალანტს ორი გზა აქვს: ან შეჩერდება განვითარებაში და "ყველაზე ნიჭიერიდან" რუსეთის ჩემპიონატის "ყველაზე გადაჭარბებულად შეფასებულ" მოთამაშედ გადაიქცევა, ხოლო ერთი წლის შემდეგ "იუვენტუსი" ახლოსაც არ იქნება, ან უფრო აგრესიულად დაიწყებს მძიმე შრომას, გაარღვევს რუსეთის პრემიერლიგას და მომავალ ზაფხულში ევროპას "რუბინისთვის" სასურველ თანხად მიაშურებს.

ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. მწვრთნელი ხომ მასზე ჯერაც ამყარებს იმედებს. ტყუილად როდი დაარქვა ძაღლს კვარა".
КОММЕНТИРОВАТЬ
პოპულარული ვიდეოები
ფილმები ქართულად
გამოკითხვა
მოგწონთ საიტი ?
სოც,ქსელები
  • Вконтакте
  • Facebook
  • Twitter
სტატიები